LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: სააკაშვილის ჯანმრთელობას  განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ყოფნის საკითხს კი ადვოკატები – ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება

143
სააკაშვილი და სერგეენკო

„ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას პოლიტიკოსები განიხილავენ, მისი პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხს ადვოკატები და ექიმებს თავის აზრის გამოხატვის საშუალება საერთოდ არ ეძლევათ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება. ამასთან, სერგეენკო მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დეპოლარიზაციაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა – პოლიტიკური გადაცემებსაც კი არ უყურებს, რადგან პოლიტიკით დაინტერესებამ შეიძლება, მისი სიცოცხლე შეიწიროს

„ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. სანამ ეს პარიტეტი გაგრძელდება, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება.

რაც შეეხება სამკურნალოდ გადასვლას ან მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას, მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, ამ პროფესიას ეწოდება „ექიმები“, არ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება.“– განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები