LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში დამნაშავედ დასავლეთის ქვეყნებს და აშშ-ს მიიჩნევს

95

უკრაინამ ფაქტობრივად დაკარგა დამოუკიდებლობა და ეროვნული ეკონომიკა, აშშ-ის მეთაურობით დასავლეთის ქვეყნების მიერ პროვოცირებული შიდა კრიზისის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, იტალიური ჟურნალ Panorma-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მრავალი წლის განმავლობაში კიევს აიძულებდნენ, გაეკეთებინა მცდარი არჩევანი – „ჩვენთან ან ჩვენ გარეშე“, განევითარებინა თანამშრომლობა აღმოსავლეთთან ან დასავლეთთან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა სიმტკიცით. დღევანდელი შედეგია დამოუკიდებლობის დე ფაქტო დაკარგვა, ადამიანების ტანჯვა, ეროვნული ეკონომიკის ნგრევა, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, უკრაინაში, შიდა პოლიტიკურ კრიზისში დამნაშავეა „დასავლეთის ქვეყნების ჯგუფი, სათავეში შეერთებული შტატებით, რომელიც მთელ მსოფლიოს საკუთარი გავლენების სფეროდ მიიჩნევს, რომელიც ხალხს „თავისიანებად“ და „უცხოებად“ ყოფს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები