LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალების მოყვარულთათვის: 2016 წლის ყველაზე საინტერესო პრემიერები

286

2016 წელს მაყურებელი ელოდება საყვარელი სერიალების დაბრუნებას: „სამეფო კარის თამაშები“, „შერლოკი“, „ბანქოს სახლი“ და „გოგონები“. საინტერესოა, რომ მომავალი წელი განსაკუთრებული იქნება არა მხოლოდ ცნობილი სატელევიზიო შოუების გაგრძელებებით, არამედ ახალი პრემიერებითაც. მოდით ვნახოთ, რა გველოდება 2016 წლის სატელევიზიო სეზონზე:

  1. „ომი და მშვიდობა“ War and Peace

ლევ ტოლსტოის ცნობილი რომანის ბრიტანული ინტერპრეტაცია, რომელსაც კრიტიკოსებმა უკვე მაღალი შეფასებები მისცეს. მთავარ როლებს ლილი ჯეიმსი, ჯილიან ანდერსონი და ჯეიმს ნორტონი ასრულებენ.

1

  1. „საიდუმლო მასალები“ The X-Files

კიდევ ერთი გახმაურებული სერიალი 90-იანებიდან, რომელიც 13 წლის შემდეგ ბრუნდება ეკრანებზე. სერიალის გულშემატკივრები კვლავ ელიან საყვარელი გმირების დაბრუნებას, რომელთა როლებს ჯილიან ანდერსონი და დევიდ დუხოვნი ასრულებენ.

  1. „ვინილი“ Vinyl

სატელევიზიო დრამაში მოვლენები 70-იან წლებში ვითარდება. სერიალი ნიუ-ორკში მუსიკალური ინდუსტრიის სკანდალებზე გვიყვება. სურათში მთავარ როლებს ოლივია უაილდი, ბობი კანავალე და რეი რომანო ასრულებენ.

3

  1. „დასავლეთ სამყარო“ Westworld

სერიალი გასართობი პარკის რობოტ-ანდროიდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს მწყობრიდან გამოდიან . დასასვენებელი პარკი კი, საბრძოლო ველად გადაიქცევა. აღნიშნული სერიალი 1973 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკის რიმეიკია. მთავარ როლებს კი, ბენ ბარნსი, ინგრიდ ბოლსე ბერდალი და ჯეიმს მარსდენი ასრულებენ.

  1. „11/22/63“

ფანტასტიკური ჟანრის თრილერი, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. სიუჟეტის მიხედვით, ინგლისური ენის მასწავლებელი წარსულში მიემგზავრება, რათა შეაჩეროს პრეზიდენტ კენედის მკვლელობა. საბოლოოდ კი თავად ხდება ამ სამყაროს ნაწილი. სერიალში მთავარ როლებს ჯეიმს ფრანკო და კრის კუპერი ასრულებენ.

5

  1. „ხვალინდელი დღის ლეგენდები“ DC’s Legends of Tomorrow

სერიალი დროში მოგზაური რიპ ჰანტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სპეციალურ გუნდს კრებს, რათა მომავალში სასიკვდილო საფრთხე შეაჩეროს. მთავარ როლებში მაყურებელი ვიქტორ გარბერსა და ბრენდონ რეტს იხილავს.

  1. „კოლონია“ Colony

სერიალი ფანტასტიკური ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებს. სიუჟეტის მიხედვით, სატელევიზიო სერიალში მოვლენები მომავალში ვითარდება. ლოს-ანჯელესის ტერიტორია ახლა ბლოკებითაა შემოსაზღვრული და იქ კომენდანტი საათი მოქმედებს. ოჯახის წევრები ერთმანეთს ვერ პოულობენ, მთავარი გმირები კი, უილი და კეტი საიდუმლოდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს და დაკარგული ვაჟის პოვნას ცდილობენ. მთავარ როლებში მაყურებელი ჯოშ ჰელოუეისა და სარა უეინ კელის იხილავს.

7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g