LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზულ განხილვას საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ, გამოცხადებული ქრონიკებივით, ასეთი დამზაფრავი თემების შემოგდება: ღუდუშაური ნინოწმინდის პანსიონატის ანგარიშზე

78
1

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური სახალხო დამცველის მიერ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.

ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა – აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე – მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“ – სახალხო დამცველის ანგარიში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე

ღუდუშაური ამბობს, რომ სერიოზულ განხილვას საჭიროებს სახალხო დამცველის მიერ “ყოველკვირეულად, გამოცხადებული ქრონიკებივით დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება”:

“სერიოზულ განხილვას საჭიროებს, ზოგადად, სახალხო დამცველის მიერ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცხადებული ქრონიკებივით ყოველკვირეულად, რაღაც ასეთი დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება.

მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს, არამედ ვისურვებდი საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უფრო, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება.

ერთია, როცა ანგარიშს აქვეყნებ და მეორე, თუ რა მიზანს ისახავს ეს. როცა საქმე ბავშვებს ეხება, აქ უკომპრომისოები ვართ. კარგად გახსოვთ, პანსიონატის კარი ფართოდ ჩვენი ძალისხმევის შედეგად გაიღო და მათ შორის სახალხო დამცველისთვის.” – თქვა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სისხლის სამართლის საქმეების მასალებიდან გამოვლენილი სისტემური ძალადობის ფაქტები დეტალურადაა აღწერილი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საგანგაშო და შემაშფოთებელია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ.

magti 5g