LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება“ – რა მიმოწერას აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი

185
ფორტუნა

ორი დღეა, საქართველოს, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებსა და ქომაგებს, ისტორიულ გამარჯვებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ულოცავენ.

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმიანება ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­ი მცველ­ი, სერ­ხიო რა­მოს­იც – ის ეროვნული ნაკრების წარმატებას UFC-ის გამარჯვებულ ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს პირადად ულოცავს.

„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სტორიზე“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში და მიმოწერის ფოტოს აქვეყნებს.

სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სტორზე. 🇬🇪⚽️🦾

Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2024

შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.