LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხების გადავადებაზე ბანკები კლიენტებს ატყუებენ, დადებულ შეთანხმებას არღვევენ – ექსპერტი

861
1556108846-Wara

„კომერციული ბანკები სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არ ასრულებენ და კლიენტებს ატყუებენ“, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია აცხადებს და დასძენს, რომ საქმე ეხება სესხების გადავადების საკითხს.

მისივე განმარტებით, შედგა შეთანხმება სახელმწიფოსა და ბანკებს შორის, რომ ბანკებს კლიენტებისთვის გაეკეთებინათ საშეღავათო ქმედება, რაც გამოიხატებოდა 3-თვიან საშეღავათო პერიოდში.

„ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ ბანკები, საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, წავიდნენ მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოს პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ, მაგრამ დღეს, რეალურად, ამასაც კი არ ასრულებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაჰპირდნენ მოსახლეობას. ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება იყო, რომ პროცენტი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ამ სამი თვის განმავლობაში, კლიენტზე გადანაწილდებოდა დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, თუ ადამიანს ჰქონდა დარჩენილი 5 წელი სესხის გადახდისთვის, მაშინ იმ 3 თვის თანხა უნდა გადანაწილებულიყო დარჩენილ პერიოდზე. თითოეული კლიენტი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. ინამდვილეში, დღეს რას აკეთებენ ბანკები – კლიენტებს მეოთხე თვის თავზე ეუბნებიან, მთლიანდ უნდა გადაიხადოთ ის პროცენტი, რაც სამი თვის განმავლობაში დაგროვდაო. ხშირ შემთხვევაში ეს არცთუ ისე მცირე თანხაა. ეს არის კლიენტების მოტყუება, ამაზე ეროვნულმა ბანკმაც უნდა გააკეთოს რეაგირება. არ შეიძლება, ეს ასე გაგრძელდეს. ბანკებმა კეთილი უნდა ინებონ და იმ პირობით შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, რა პირობითაც თქვეს. ეს კი იყო შემდეგი: ან გადანაწილდება სრულ პერიოდზე ეს პროცენტი, ან დაემატება ბოლო თვეების სახით მთლიან გადასახდელ პერიოდს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g