LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SET FEST-ის სეზონი 2 ოქტომბერს დაიხურება – მზადება ახალი პროექტისთვის

32

SET FEST-ის სეზონი 2 ოქტომბერს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ერთდღიანი FALL FEST-ით დაიხურება. ამით კი ფესტივალების სერია მუსიკის მოყვარულებს ზამთრის სეზონამდე დაემშვიდობება.

თუმცა მანამდე მელომანები ფრაგნი არტისტის WORAKLS-ის და შვედური დუეტის, GIDGE-ს მოსმენას შეძლებს.

GIDGE – 2014 წელს გამოსული სადებიუტო ალბომის დამსახურებით, პროექტი ერთ-ერთ ნოვაციადაა აღიარებული თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში, კრიტიკოსები დუეტის შემოქმედებას ინტელექტუალურს და სრულყოფილად შერწყმულს უწოდებენ.

WORAKLS – 26 წლის მუსიკოსმა სამი წლიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, კონსერვატორაში სწავლის შემდგომ კი ელექტრონული მუსიკის კეთებას მიჰყო ხელი. მისი შემოქმედებას ასე ახასიათებენ: „თითქოს წლების შემდეგ მოცარტი და როლინგ სტოუნზი ერთმანეთს შეხვდნენ“
FALL SET 2015-ის პრომო რგოლი საბა შენგელიას ეკუთვნის. კადრები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზეა გადაღებული.

2015 წელს SET FEST-მა მსმენელს ხუთი სხვადასხვა ფესტივალი შესთავაზა, მათ შორის „ელექტრონავტებზე“ წლის ივენთად აღიარებული David August იანვარში და ივლისში გამართული სამდღიანი ნონ-სტოპ ფესტივალი SUMMER SET. ფესტივალის ეგიდით წლის განმავლობაში საქართველოს 20-ზე მეტი ცნობილი და ავტორიტეტული არტისტი ეწვია, წლის განმავლობაში გამართული ღონისძიებების სერიას ჯამში 20 000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.

SET FEST 2016 წელს გაგრძელდება, ხოლო ფესტივალის გუნდი უკვე ემზადება ახალი, საგანმანათლებლო პროექტის წარსადგენად, რომლის მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი ქართულ ხელოვნებასა და ბიზნესსექტორს შორის. ერთ სივრცეში გააერთიანოს სკულპტორები, ფოტოგრაფები, მხატვრები, ვიზუალარტისტები როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, წარუდგინოს საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველი სტუდენტების ნამუშევრები და მსმენელს მისცეს საშუალება, თავად აირჩიოს მუსიკალური მიმდინარეობა და არტისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები