LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევა, რომლის ცოცხლად დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, ექიმებს მადლობას უხდის: „მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ“

1741
sevanews789

24 წლის სევა შამოიანმა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, საავადმყოფო ერთი დღეა, რაც დატოვა.

24 წლის სევამ, რომლის ცოცხლად დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, საავადმყოფო დატოვა: რა და როგორ მოხდა

საავადმყოფოში გატარებული ორი თვის შემდეგ, სევა, შინ თავს კარგად გრძნობს. თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი.

სევა „ფორტუნას“ საშუალებით ყველა ექიმს, ვისი წყალობითაც ის დღეს სახლშია, მადლობას უხდის.

„მადლობა ყველას, ვინც ჩემზე ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ კარგად ვყოფილიყავი. მადლობა რეანიმაციის ექიმებს, ჩემი პალატის ექიმს და, რა თქმა უნდა, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს. რომ არა ისინი, მე დღეს სახლში არ ვიქნებოდი“, – ამბობს სევა ჩვენთან საუბარში. 

სევა ამბობს, რომ ჯერ ბოლომდე ვერ იაზრებს, რომ რთული დღეები წარსულს ჩაბარდა..

„ჯერ ვერ ვიაზრებ, რომ უკვე სახლში ვარ. დილით თვალი რომ გავახილე და საავადმყოფოს თეთრი კედლები აღარ დავინახე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ორთვიანი ცუდი დღეები წარსულს ჩაბარდა. ჯერ ბოლომდე კარგად არ ვარ, კანი დაჭიმული მაქვს“, – ამბობს სევა. 

მომავალ გეგმებზე საუბრისას სევა იმედოვნებს, რომ მალე დაუბრუნდება საქმიანობას, ვიზაჟისტობას, რომელიც ახალი დაწყებული ჰქონდა.

მომხდარის გახსენება არ უჭირს, მაგრამ ნანობს, რომ როდესაც ნახა, რომ მისი თაყვანისმცემელი აგრესიული და უხეში იყო, დროულად არ ითხოვა შველა და დასახმარებლად არასამთავრობოებს არ მიმართა.

 

ცნობისთვის, 29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა.

სახელმწიფოსა და თბილისის მერიის დაფინანსებით, მკურნალობის ნაწილი, 25 000 ლარი დაიფარა. თუმცა, ის ფეხზე მყარად რომ დადგეს, ჩვენი დახმარება სჭირდება.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289მიმღები – ირინე შამოიანი (დედა)

თიბისი ბანკი:
GE79თB7825736010100017მიმღები – ირინე შამოიანი (დედა)

ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GELმიმღები – ირინე შამოიანი (დედა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g