„ოქტომბრის ბოლო გრიპის საწყისი პერიოდია და თუ მას დაემთხვევა კორონავირუსის შემთხვების მსგავსი სახით მატება ან თუნდაც შედარებით ნაკლები, კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა“, – ამის შესახებ “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სეზონური გრიპების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„დღეისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია. ისევე, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც განსაკუთრებით რისკ ჯგუფების მოცვა მოხდება.
ეს შესაძლებლობას მოგვცემს მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანები (ქრონიკული დაავადებების მქონე, ასაკოვნები, სამედიცინო პერსონალი და ორსულები) დავიცვათ, რადგან სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს“,- განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, მათ შორის გარდაიცვლილია 25.