შაბან მამედოვი მამას იუბილეს ულოცავს.
ამის შესახებ მამედოვი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩემთვის საამაყო კაცის, მამაჩემის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც ჩამინერგა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, ადამიანის, რომელმაც მასწავლა რომ სამშობლოს სიყვარულზე დიდი არაფერი უნდა იყოს. გილოცავ, მამა დიდ ხანს გვყავდე, ჩვენი ოჯახის იმედად,“ – წერს შაბან მამედოვი.
