მე-14 კვირაა ,,ბილბორდის ცხელ ასეულს” ლიდერობს Shaboozey სიმღერით – A Bar Song (Tipsy), რომელმაც ის უსაზღვროდ პოპულარული გახადა. ამ მონაცემებით, 2024-ის ერთ-ერთი ტოპ ჩანაწერი, საკულტო ჰიტ-აღლუმის რეკორდსმენთა შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ 14 კვირა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, საიდანაც ჩარტის რეკორდსმენთა ათვლა იწყება. ამრიგად, 14 კვირიან რეკორდსმენთა ჩამონათვალში ორი სხვადასხვა კომპოზიციით შედის მერაია ქერი, სიაში არიან ასევე უიტნი ჰიუსტონი, ელტონ ჯონი, ბრუნო მარსი მარკ რონსონთან ერთად, Boyz II Men, Los del Río და The Black Eyed Peas.
ერთადერთი სიმღერა, რომელმაც ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 65 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი, 19 კვირა გაატარა პირველ ადგილზე, Lil Nas X-ისა და ბილი რეი საირუსის კოლაბორაცია – Old Town Road-ია.
A Bar Song (Tipsy) Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლია. თავდაპირველად, სიმღერა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეში 13 ივლისს მოექცა, შემდეგ პირველი ადგილი ერთი კვირით დათმო, ხოლო 27 ივლისიდან, ლიდერი პოზიციის გამყარება დაიწყო.