LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა, ქარდი ბი, თაილა, როუზი – Global Citizen Festival-ის ლაინაფი ცნობილია

132
photo-collage.png (7)

27 სექტემბერს, საერთაშორისო ორგანიზაცია – Global Citizen-ის ორგანიზებით, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი, რომელის კურატორიც 2015 წლიდან Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინია, ნიუ-იორკში, ,,ცენტრალ პარკში” ჩატარდება.

წლევანდელ Global Citizen Festival-ზე პერფორმერთა ლაინაფში ქალი არტისტები ჭარბობენ. საქველმოქმედო სახის ფესტივალს მუსიკალურად შაკირა, ქარდი ბი, თაილა და სხვები გააფორმებენ. ქარდი ბის ფესტივალზე გამოსვლა ამ დღეებში გადაწყდა – მან the Weeknd ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს ღონისძეიბაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებზე არ უსაუბრია და მხოლოდ ბოდიშით შემოიფარგლა.

აღსანიშანვია, რომ ფესტივალში მონაწილეობას როუზიც მიიღებს, რომელიც სპეციალური პერფორმანსით წარდგება.

ცნობისთვის, Global Citizen Festival, რომელიც 2012 წლიდან იმართება, უკიდურესი სიღარიბის დასრულებისკენ მიმართული მოძრაობის ნაწილია. 2015 წლიდან ფესტივალის მიზნები მჭიდრო კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რომლებიც მოიცავს 17 ამოცანას და მიზნად 2030 წლისთვის, მსოფლიოს უკეთესი და მდგრადი მომავლის მიღწევას ისახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები