შაკირამ თავისი სახლის აივანზე ჯადოქრის თოჯინა გამოფინა.
კოლუმბიელი მომღერალი ბარსელონაში ჟერარ პიკეს მშობლებთან ახლოს ცხოვრობს.
პიკე და შაკირა 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. მაშინ თქვეს, რომ ფეხბურთელი ღალატობდა მომღერალს.
ადრე შაკირამ და არგენტინელმა დიჯეი Bizarrap-მა ერთობლივი ტრეკი ჩაწერეს განშორებაზე, სიმღერაში კი ასეთი ტექსტიცაა: „შენ დამტოვე მეზობლად მეცხოვრა დედამთილთან, კართან მდგარ პრესასთან და საგადასახადო ვალებთან“.
La Vanguardia-ის ინფორმაციით, პოპ-მომღერალმა რამდენჯერმე ხმამაღლა ჩართო თავისი ახალი ტრეკი, რათა პიკეს მშობლებს გაეგონათ. თვითმხილველები ასევე აცნობებენ, რომ მომღერალმა აივანზე გაიტანა ალქაჯის მოზრდილი თოჯინა, რომელიც შაკირას ყოფილი დედამთილის სახლისკენ იყურება.