პუერტო-რიკოელი მსახიობი, 61 წლის ოსვალდო რიოსი დღემდე არ კარგავს პოპულარობას. თავბრუდამხვევი კარიერის პარალელურად, ის მუდამ საკმაოდ ხმაურიანი რომანებით გამოირჩევა.
მედიას აშკარად გამორჩა, რომ ადრე, 2000-იან წლებში ოსვალდო კოლუმბიელ არტისტს, შაკირას ხვდებოდა. მაშინ შაკირა 20 წლის იყო, ოსვალდო კი 37 წლის. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში შაკირა მუსიკალურ კარიერას მხოლოდ იწყებდა, ოსვალდო კი „საპნის ოპერებში“ მონაწილეობით, კარიერის ზენიტში იმყოფებოდა.
როგორც ირკვევა, საქმე საკმაოდ სერიოზულად იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ შაკირაზე დაქორწინებას გეგმავდა, მან არტისტის მშობლებიც კი გაიცნო. თუმცა მათი რომანი სულ 8 თვეს გაგრძელდა. მათი განშორების მიზეზი კი შაკირას ღალატი გახდა.
„შაკირამ მას უღალატა“, იმ პერიოდში ის სულ ტურნეებში დადიოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ძვირფასო მეგობრებო და ჟურნალისტებო“ – შაკირა ვრცელ მიმართვას ავრცელებს
„კასანდრას“ პრემიერიდან 30 წელი გავიდა – როგორ გამოიყურებიან კორეიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დღეს