კომპანიამ Olixar შექმნა iPhone 7-ისა და 7 Plus-ის შალითა სპინერით. სიახლის კორპუსი პლასტიკისაა და მასზე არსებულ სპეციალურ სამაგრზე მაგრდება სპინერი. მისი გამოერთება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, რათა სათამაშომ სმარტფონი მოცულობაში არ გაზარდოს.
„არსებობს სიტუაცია, როდესაც სპინერი გჭირდებათ, მაგალითად როდესაც კითხულობთ ვრცელ ელექტრონულ წერილს და კონცენტრაციას კარგავთ. უბრალოდ დაატრიალეთ სათამაშო და დაუბრუნდით თქვენს საქმეს“ – ნათქვამია სიახლის აღწერილობაში.
სპინერი – ეს არის სტრესის მოხსნის ერთ-ერთი გასართობი საშუალება, რომელიც კეტრინ ჰეტინგერმა 1993 წელს შექმნა, თუმცა პოპულარობა მან ცოტა ხნის წინ, 2017 წელს მოიპოვა. ჰეტინგერის თქმით, სათამაშო ყურადღების ფოკუსირების მიზნით და სტრესის დაძლევის მცდელობის დროს გამოიყენება.