LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი ბელგიაში შეხვედრებს მართავს

64
Untitled design

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილი ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა.

პაპუაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც შეხვედრის დროს გაამახვილეს ყურადღება:

“საქართველო და ბელგიის სამეფო მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. საკმაოდ აქტიურად მუშაობენ მეგობრობის ჯგუფები ორივე მხრიდან.

ვისაუბრეთ ურთიერთობის კიდევ უნდა გაღრმავების შესახებ. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის და ამ კუთხით ბელგიის სამეფოს მხარდაჭერაზე.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუტებშიც და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფი იყოს ბიუროკრატია სხვადასხვა კომუნიკაციის მომზადების, კითხვარების და შეფასების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ შეფასების ბიუროკრატიული ნაწილი საკმაოდ სწრაფად ჩაივლის.

პირველი საკითხი, რაზეც ამ დღეებში კოლეგებთან ვსაუბრობთ, არის უკრაინა და აგრესია, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და დღემდე ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ საკითხის შესახებ მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეფასებების გაცნობა და ჩვენი დამოკიდებულების გაზიარება, რაც გამოიხატება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ აბსოლუტურ სოლიდარობაში.

ყველა იმედოვნებს, რომ ეს ომი შეძლებისდაგვარად მალე დამთავრდება. ადამიანური ტრაგედიები, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, აუცილებლად უნდა დასრულდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილთან ერთად, ბელგიაში ვიზიტის მონაწილეები არიან პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g