LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი IRI-ისა და NDI-ის კვლევებზე: უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან

71
შალვა პაპ[უაშვილი

მე მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან ამ საქმიანობას , – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა IRI-ისა და NDI-ის კვლევები.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევების გამოქვეყნება არეულობის და დესტრუქციის წახალისებაა.

„ვერ ვხვდები, საერთოდ რა დანიშნულება აქვს, როდესაც ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება რიცხვების გამოქვეყნება. ქართულ საზოგადოებაში ორივე კვლევა დიდი ხანია დისკრედიტირებული იყო, იმ აცდენების გამო, რომელიც რეალობასთან აქვთ. არაერთხელ დამტკიცდა, რომ ეს რიცხვები, რომელიც ქვეყნდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამიტომ მე არ მესმის, რატომ ხდება ჯიუტად ამ რიცხვების გამოქვეყნება. მე ამ საკითხში მეორე მომენტი მაღელვებს – ამის გამოქვეყნებასა და კვლევებში თანხა იხარჯება, რომელიც შემდეგ არის ნათქვამი, რომ ხმარდება ქართველ ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას არაფერი გარდა დესტრუქციის და რადიკალიზაციის გაღრმავების ქართველი ხალხისთვის არ მოაქვს.

ამიტომ, მე მიკვირს, რომ ერთის მხრივ ეს არის თანხა, რომელზედაც ამბობენ, რომ იხარჯება ქართველი ხალხისთვის და მეორეს მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს თანხა არის დახარჯული რადიკალიზმის გაღრმავებაში. მექნება რეკომენდაცია, რომ მე მგონი, უნდა მიხვდნენ, რომ კვლევები არ გამოსდით და შეეშვან ამ საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს, არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g