LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება

146
შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხვალ დაახლოებით 2-3 საათი განცხადებები გრძელდება, შემდეგ ვეტოს საკითხს განიხილავენ.

„ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც შემოდის და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდებს, იყოს ცნობილი – საიდან შემოდის და რაში იხარჯება. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება, რომ ეს უფლება თავს არ წაართვას და არ იყოს უცხოელების და NGO-ების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული – ვინ თავისი ნებით გადაწყვეტს გასაჯაროებას და ვინ არ გადაწყვეტს. ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში, რაც შემოდის უცხოური ფული და იხარჯება ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ახდენას გავლენას, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იცოდეს. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ნება, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და რა თქმა უნდა, მათი ნება უნდა აღსრულდეს“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g