ეს [ნარკოლოგიური შემოწმება] ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“.
„ნებისმიერ დროს [მზად ვარ]… გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ბუაძეს
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებენ ან მუშაობენ, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოშემოწმება გაიარონ.
„ეს ყველა დეპუტატს გავლილი აქვს. როგორც იცით, კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. სხვათა შორის არ ვიცი, ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ, მათ თუ ჩააბარეს ნარკოტესტი, ვინაიდან ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
ჩვენი კანონმდებლობით, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობას იწყებს ან მუშაობს, ყველა ვალდებულია, რომ ნარკოტესტი გაიაროს. როცა ადამიანი იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი უარყოფითი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საბა ბუაძე: „მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო – თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“
ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.