LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პირდაპირ ჩართული იყო პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში, გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები – ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით… ვინმე კლასის დამრიგებლად არის ახლა დანიშნული, რომ ყოველ დღე ჩაგვერიოს?

131
პაველ ჰერჩინსკი, შალვა პაპუაშვილი

„პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით „არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ“:

„თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, არჩევნების წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

„ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას“ – პაველ ჰერჩინსკი

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ:

„ვინმე კლასის დამრიგებლად არის ახლა დანიშნული, რომ ყოველ დღე ჩაგვერიოს? ევროკავშირი ჩვენს პროგრესს შესაბამისი დოკუმენტებით აფასებს, მათ შორის, ყოველი წლის ოქტომბერს ქვეყნდება ასეთი დოკუმენტები, რომელიც კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებენ. ახლა ოქტომბერს გამოქვეყნდა ასეთი დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ერთი ფაქტორის გარდა, თითქმის ყველა ფაქტორში პროგრესი გვქონდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g