LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი“

151
შალვა პაპუაშვილი

„არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს,„სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი“

,,სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ადამიანის წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის პლაკატი. პასუხი მარტივია: დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ როცა სხვა ხალხების ცხოვრებაში (ფულით თუ მოქმედებით) ერევი, საერთაშორისო თანამშრომლობის ეთიკა ამბობს, რომ ანგარიშვალდებულებაც და მინიმალური პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო. თუმცა, თქმა ერთია და გაგონება – მეორე. ამიტომ, არავის უნდა უკვირდეს, როცა ქართველი ხალხი, ახლა უკვე კანონით, ითხოვს იმ ფინანსების და ინტერესების გამჭვირვალობას, რომლითაც მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. თითქოს ელემენტარულია ” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სამწუხაროდ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ დანიის საელჩოს აქამდე არ განუმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა დანიის მთავრობის მიერ…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g