„ჩვენ ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ [ოპოზიციამ] „ასეც დააანონსეს კიდევაც. დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და ეს რეპრესიები დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ სტილში“:
„ამიტომაც გასაგებია, საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა. საბოლოო ჯამში ამ ერთობის მიზანიც ეს არის: ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ თითქოს არიან ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ. პრინციპში ერთსა და იმავე მდინარეში შედის ოპოზიცია.
„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე
„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კარგია, რომ საბოლოო ჯამში აქამდე მივიყვანეთ ოპოზიცია, რომ კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, კვლავ ზუსტად იმავე მდინარეში შევიდნენ, სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020-ში. შედეგი ყოველთვის ერთი არის.
კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც ცდილობდა ოპოზიცია მოსახლეობისთვის, თითქოს ეს იყო რაღაც სხვადასხვა ძალა, ეს ფარსი დავასრულებინეთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც გამოიღო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დღევანდელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატები ე.წ გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხს განიხილავდნენ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განხილვას სიტყვა „იმიტომ“ გასდევს, რამაც ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქმე. მისი თქმით, ხვალ იქნება ვეტოს საკითხი განხილული.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ვიხილეთ, იყო ვიზუალიზაცია იმისა, რაც ბოლო 2 თვეზე მეტი ხდება, მათ შორის დახურულ კარს მიღმა.
„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვნახეთ განხილვა. ალბათ სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა და ამბობდა კიდეც, რომ არ აპირებდა შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლას და კითხვებზე, რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი და პრინციპი, არ ჰქონდა პასუხი.
როდესაც შევდიოდით და შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს, ბოლოს აღარაა არგუმენტები და არის ბრტყელი ფრაზებით საუბარი, თითქოს რაღაც ეწინააღმდეგება რაღაცა ღირებულებებს, პრინციპებს ისე, რომ , როდესაც დაკონკრეტებას ვითხოვთ, კონკრეტიკაში შესვლა ყველას უჭირს.
მამუკა მდინარაძე: „გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია“
მდინარაძის სიტყვებით, პრეზიდენტის წარდგენილ „ლოკალურ ომის ქარტიას“, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს“.
ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები არიან შიდა და გარე აქტორები, არის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებით იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა ამ საკითხთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, ვხედავთ და ეს დღეს ყველამ დაინახა, რომ დღეს ფაქტობრივად, პირველი შესაძლებლობა იყო, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელს შეეძლო ეს არგუმენტები წარმოედგინა და ნახეთ, რომ ის გაექცა შინაარსზე მსჯელობას.
ხაზსაც უსვამდა, რომ თურმე შინაარსზე სამსჯელოდ მანდატი არ ჰქონია. ერთადერთი მანდატი ის აღმოჩნდა, რომ ამ კანონის სტიგმატიზება მოახდინოს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.