LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა

176
BeFunky-collage (3)

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი – კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები