LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა რამიშვილი “რუსთავი 2”-სა და GFK-ს კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს

163

შალვა რამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და GFK-ს პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. ტელეწამყვანის თქმით, „თავისუფალი ზონის“ ყოფილ წევრს ბესო კალაძეს კვლევის გამოქვეყნებამდე ჰქონდა როგორც რეალური, ასევე – „გაყალბებული“ შედეგებიც, რომელიც ”რუსთავი 2-მა” გამოაქვეყნა.

რამიშვილის მტკიცებით, გამოქვეყნებულ კვლევაში ”ნაციონალურ მოძრაობას” შედეგები მომატებული აქვს.

თავად ბესო კალაძე არ ასახელებს წყაროს, ვისგანაც მონაცემები მიიღო. „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ამბობს, რომ  საკმაოდ ბევრ ადამიანს იცნობს და ბევრი მეგობარი ჰყავს.

შალვა რამიშვილმა ბესო კალაძეს ურჩია, კვლევის გამოქვეყნებამდე მონაცემები არ გაესაჯაროებინა და მონაცემები ნოტარიუსთან შეინახეს. მონაცემების გასახსნელად ნოტარიუსთან რამიშვილი და კალაძე ჟურნალისტებთან ერთად წავიდნენ.

პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  საპარლამენტო არჩევნებში ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, ”ქართულ ოცნებას” კი 25.4%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები