LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა რამიშვილი: სადაა სარჩელი? რატომ არ დაწერეს 2 თვის განმავლობაში?

57

შალვა რამიშვილის ინფორმაციით, თათია სამხარაძესა და ქალების უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს მის წინააღმდეგ ამ დრომდე არ შეუტანიათ. რამიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ საქმეს იმდენად არ აქვს სამართლებრივი პერსპექტივა, რომ „სარჩელის შეტანას აზრიც არ აქვს“.

„თითქმის ორი თვე გავიდა, რაც თათია სამხარაძემ ბრალი დამდო მასზე განხორციელებულ ” სექსუალურ ძალადობა- შევიწროებაში”. ამ ბრალდებაში მას მხარი დაუჭირეს ფემინისტური ორგანიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან ისმოდა მუქარები, რომ ყველა ღონეს მიმართავდნენ და ჩემ მიერ სხვა შევიწროებულებსაც წარმოადგენდნენ. ნინია კაკაბაძე ციხეში გასტუმრებასაც დამპირდა. მოკლედ, ყოველივე დაემსგავსა აბობოქრებული ქალების ჯვაროსნულ ლაშქრობას. მათ მოტივაციაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ჯერ კი “ჯვაროსნებს” მივმართავ.

ჩემ მიერ “შევიწროებულო” სამხარაძევ და მის ბედზე მოვიშვიშე ფემინისტებო. სადაა ეს დედარღნიანი სარჩელი? აქამდე ხომ უნდა შეგეტანათ საქალაქო სასამართლოში?! ჩანაწერის ავთენტურობაც დაგიდასტურეს, იურისტებიც გყავთ, “მსხვერპლიც” სახეზეა…რა, “მოძალადის” რეალური დასჯა არ გინდათ?!

ალბათ ასეცაა, რადგან არც ჩანაწერიდან, არც მთლიანად ამ პროვოკაციის სხვა გარემოებებიდან არ იკვეთება არამცთუ ძალადობა – თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყბადაღებული “შევიწროებაც” კი. უბრალოდ, ფემინისტურ არასამთავრობოებს სჭირდებოდათ “შევიწროებულის” ქეისი. ანუ, უფროსის მიერ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ამბავი. ეს ხომ ენჯეობის საქმიანობას ახალ “სტიმულს” შესძენდა. ჰოდა, შეიკერა ეს “საქმეც”. მაგრამ იმდენად თეთრი ძაფებით შეიკერა, რომ არანაირი, ხაზს ვუსვამ, არანაირი სასამართლო პერსპექტივა მას არა აქვს! თუ ეს ასე არაა, მაშინ სადაა სარჩელი? რატომ არ დაწერეს 2 თვის განმავლობაში? ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას ელოდებოდნენ? პარალელურად ვერ დაწერდნენ, თუ რა?!

რას ვაპირებ? ველოდები სამხარაძის სარჩელს (მე მგონი ამაოდ), ასევე სულ მალე ველოდები ჩემ მიერ ინიცირებული სისხლის სამართლის გამოძიების დასრულებას (საკმაოდ ინტენსიურიად მიმდინარეობს, სხვათა შორის)) და ზოგადად, ვაპირებ ვიმოქმედო სამართლებრივად და ყველა ვამხილო ჩემ წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციაში. ამასთან, ეს ყველა არის, როგორც ყველაფერზე წამსვლელი გოგონა – ასევე მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს,“ – წერს რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები