LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა რამიშვილის შვილი მამას: „ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით, ბულინგი სწორედ ეს არის… არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული“

589
ლაშა რამიშვილი

შალვა რამიშვილის შვილი, ლაშა რამიშვილი მამას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

„პათეტიკური პროპაგანდისთვის ჩვენი გამოყენებაა სიყვარული? არ არსებობს შენში სიყვარული, ეს სიტყვაც კი ბინძურდება შენი პირიდან თქმული. სიყვარული ჩემს ოჯახშია, ჩემს ახლობლებში, იმ ხალხში ვინც გარეთ იბრძვის დღეს. თქვენი სისტემით გაღატაკებული და სულ ამოხდილი ხალხი, უღირსი ხელფასებით რომ უწევთ ოჯახის რჩენა.

ძარცვით და ყაჩაღობით რომ ხართ გამდიდრებულები, ამიტომ არ არსებობს აქ მხარე, აპათიის წინააღმდეგ ყოფნა ყოველთვის იქნება სწორი. ჩემს ოჯახს გაჭირვებაც უგრძვნია და მშივრებსაც დაგვიძინია, მაგრამ არცერთი წამით არ გვინანია სიმართლის თქმა. ტანჯულია ხალხი და ბოროტება სუფევს ქვეყანაში, მე კი ჩემს პრინციპეპზე დგომა სიკვდილადაც მიღირს.

ნუ გვამცირებ, თითქოს ჩვენი განცდები არ იყოს გულწრფელი, ნუ მანიპულირებ ჩვენი სახელით, ბულინგი სწორედ ეს არის. არ გაგაჩნია შენ სიყვარული და ამიტომაც ხარ და იქნები მარტო. თავისუფლებას, მხოლოდ შიში კლავს.
გაბედეთ და გაემიჯნეთ უსამართლობას ყველამ, აღარ აქვთ ამათ უკან დასახევი გზა, ვეღარ დაუბრუნდებიან ჩვეულ დღის წესრიგს. ეს იციან და ამის ეშინიათ. გამოდით და გაიფიცეთ. ამით გარდაუვალს დააჩქარებთ.“ – წერს შალვა რამიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, POSTV-ის ეთერში შალვა რამიშვილმა განაცხადა, რომ შვილებთან ურთიერთობა არ აქვს, რაც, როგორც თავად ამბობს, „ბულინგის შედეგია“.

„მე არ მაქვს მათთან ურთიერთობა, ეს არისბულინგის შედეგი. მე ჩემს შვილებზე მეტად არავინ არ მიყვარს, მაგრამ ესე მოხდა… შეიძლება ვიღაცას ცივსისხლიანი ვგონივარ, შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ არ მიყავრს ჩემი შვილები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ყოველდღე მძიმე გადასატანია“, – თქვა რამიშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g