LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შამბას უარი: სოხუმს ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება

217
გაგრა ხანძარი

სოხუმმა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ოფიციალური თბილისის დახმარებაზე უარი თქვა.

„სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში ოფიციალური თბილისის დახმარება არ სჭირდება“, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.

„ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან ”, – განაცხადა შამბამ sova news-თან საუბარში.

შეგახსენებთ, გაგრაში ხანძარი უკვე რამდენიმე დღეა, მძვინვარებს. მიუხდავად იმისა, საქართველოში ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან, ოფიციალური თბილისი სოხუმს დახმარება შესთავაზა. ამ დრომდე ოკუპირებულ სოხუმს შეთავაზებაზე არანაირიკომენტარიარ გაუკეთებია.

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე, ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინაარმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით, ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ“, – დასძინა ახვლედიანმა.

ახვლედიანის ბრიფინგის შემდეგ, ოკუპირებული სოხუმის პასუხი ცნობილი გახდა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ხანძარი გაგრაში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g