შანაე ბრუკის ცხედრის ექპერტიზა დასრულებულია.
ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ.
ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს.
წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.