პარიზში, დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, „ქალთა მოდის კვირეული“ განსაკუთრებული გლამურული ღონისძიებით, ზაფხულის მეჯლისით გაიხსნა. მეჯლისის კრეატიული ხელმძღვანელი ლეგენდარული რეჟისორი და სცენარისტი, სოფია კოპოლა გახლდათ.
ღონისძიებას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის მსახიობები კირა ნაითლი, კირსტენ დანსტი და პენელოპე კრუზი, რომელმაც ყველა მოაჯადოვა თავისი ელეგანტური იერით.
ოსკაროსანი მსახიობი „შანელის“, 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არჩეულ ჰაეროვან ლურჯ კაბაში გამოჩნდა. პენელოპეს კაბა ნაზი და ჰაეროვანი ქსოვილით, კრისტალებით მოჭედილი ფენოვანი ქვედაბოლოთი და დახვეწილი თასმებით იყო გაფორმებული. მსახიობმა ლუქი შავი „კლატჩით“, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, სადა ვარცხნილობით, მსუბუქი სამკაულებითა და ნათელი მაკიაჟით შეავსო , მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ეფექტური იერისთვის.
ჯონი დეპი და პენელოპე კრუსი მადრიდში იმყოფებიან – მსახიობები მორიგი კინოპროექტისთვის ერთიანდებიან
პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ახალ ფილმში ვიხილავთ – ცნობილია დეტალი
თეთრი გამჭვირვალე ბოდე და ჩვეული გრაციოზულობა – პენელოპე კრუსი ახალ ფოტოებს გვიზიარებს


