19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა.
არასრუწლოვანი ბრალდებულის მამა, აცხადებს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. ის საქმის პროკურორთან ნიკოლოზ სანიკიძესთან ითხოვს შეხვედრას.
ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ მის ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ, არავინ განიხილავს.
ჩიქოვანის ოჯახს სანამ ეს ვერსიები ექნება, პრობლემებიც ექნება – მირიან ნიკოლაძე
ის გენერალურ პროკურატურასთან მივიდა და ბენზინი გადაისხა, თუმცა სამართალდამცველებმა მას სანთებელა წაართვეს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.
ზ.ხ.-მამა თავის დაწვით იმუქრებოდა გუშინ, მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანი ბრალდბულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, ამას ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა გადააფიქრებინეს.
