ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს განაჩენს 9 მარტს გამოაცხადებენ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 15:00 საათზე გამოაცხადებს.
ცნობისთვის, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.
პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა.
ოჯახი ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვენ.