პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტი არაა ანულირებული, ის ძალაშია ოპოზიციონერი ხელმომწერებისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც ამ დოკუმენტს შუამავლობდა, თუმცა როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს „ხალხმა უნდა გადაწყვიტოს უნდა ცვლილებები თუ არა“.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ აქვს რეფერენდუმის სტატუსი და შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, ყველამ კარგად ვიცით, რომ 43%-იანი ნიშნული არსებობს და ეს ვერსად ვერ წავა.
„ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ უნდათ თუ არა ცვლილებები, განვითარება, თუ ისევ მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ვერ განიმუხტა“, – განაცხადა ვაშაძემ.