შარლ მიშელი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოდის.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს ოპოზიციონერები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმების პირობების ნაწილი არ შეასრულა.
“კარგი არაფერი დახვდება ბატონ შარლ მიშელს” – ლევან იოსელიანი
“ის აუცილებლად მოიკითხავს, თუ როგორ სრულდება შეთანხმება, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დაიდო” – აცხადებს “მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი თვლის, რომ ხელისუფლების განწყობა უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპასთან პარტნიორობა იყოს უფრო გამყარებული,