LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შარშან ამ დროს ამაზე მეტი სირთულეები გვქონდა, თუმცა მოგვარება მოვახერხეთ” – კობახიძე გუნდში ვითარებაზე

kobaxize

„ჩვენ შარშან ამ დროს ამაზე მეტი სირთულეები გვქონდა, თუმცა მაშინ მოგვარება მოვახერხეთ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სირთულეების მოგვარების საუკეთესო გზა საუბარია.

“თუ სადმე არის სირთულე და პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ამის საფუძველზე გადაიჭრას პრობლემები. ამისთვის დღესაც მზად ვართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მსჯელობა შესაძლებელია ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შეთანხმდება.

„რაც უფრო ეფექტიანი იქნება ფორმატი, მით უკეთესი. შეიძლება, ეს იყოს უმრავლესობა, ფრაქცია, ერთი ერთზე საუბარი, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას პრობლემები, მთავარია, გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. ვნახეთ, რომ ეს პრინციპი შარშან ამ დროსაც დარღვეული იყო სხვადასხვა დეპუტატის მიერ, მაგრამ მაშინ მოვახერხეთ პრობლემების გადაჭრა, დღესაც ვხედავთ, რომ ირღვევა გუნდურობის პრინციპები, თუმცა ვფიქრობ, აქაც შევძლებთ მოგვარებას,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დეპუტატის მიერ ინფორმაცია არასწორად იყო გამოტანილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, შარშან მსგავსი სირთულეების დროს კონკრეტული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, კონკრეტული პირები პოლიტსაბჭოს მიღმა აღმოჩნდნენ.

„შარშანაც იყო კონკრეტული სირთულეები და პრობლემები, მათ შორის გახსოვთ, რომ მაშინ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებითაც. კონკრეტული დეპუტატები აღმოჩნდნენ პოლიტსაბჭოს მიღმა სწორედ იმის გამო, რომ გარკვეული წესები დაარღვიეს. დღეს გვაქვს იგივე მოცემულობა, სასამართლოსთან არც მაშინ იყო და არც დღეს არის კავშირში ეს ყველაფერი, რაც უმრავლესობის შიგნით ხდება, პრობლემები რთული არ არის და მოგვარებადია,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები