საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ დროისთვის ევროკავშირიში მსჯელობენ, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა გაიხსნას სამოგზაურო პირობები ევროკავშირის შიგნით.
რაც შეეხება გაერთიანების არაწევრ ქვეყნებს, ჰარცელი ამბობს, გასულ ზაფხულს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, შემუშავდება თუ არა ანალოგიური სია ახლაც.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, დისკუსიები ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს:
“ჩემთვის რთულია ამ შემთხვევაზე პასუხი, რადგან ჩვენ როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში კოვიდის მესამე ტალღაში ვართ. ბევრი ვაქცინა არის ბრუნვაში ყველგან. ახლა ევროკავშირში არის დისკუსიები, რომლებიც კონცენტრირებულია ევროკავშირის წევრებს შორის მოგზაურობაზე, როგორ უნდა გაიხსნას სამოგზაურო პირობები ევროკავშირის შიგნით. ამავე ადროს, არის დისკუსიები, როგორ უნდა მოხდეს გამკლავება მესამე ქვეყნებთან ურთიერთობისას. გახსოვთ, რომ გასულ ზაფხულს საქართველო იყო ქვეყნების მწვანე სიაში, მიჩნეული იყო მოგზაურობისთვის უსაფრთხოდ. ძალიან ბევრი რამ მოხდა. არ ვიცი, იქნება თუ არა ისევ მსგავსი უსაფრთხო სია ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიების შედეგად. ზუსტი პასუხი არ მაქვს, რა იქნება, მაგრამ ევროკავშირში ეს დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს.” – თქვა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფოერმაცია, რომ მალე ევროკავშირი მის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზით სრულად აცრილი ადამიანებისთვის და უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, საზღვრების გახსნას გეგმავს.
“ნიუ იორკ თაიმსის” ცნობით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა მიმდინარეობს.
ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინის ორი დოზით აცრილ ადამიანებს საზღვრებს უხსნის