შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი ხელოვნური სუნთვის აპარატიდან მოხსნილია. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არიან. ჩვეულებრივ სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურები და ადეკვატურები არიან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.