2020 წლის 16 ივლისს, „შატო მუხრანში“ ზაფხულის ღონისძიების ფარგლებში, კომპანია Click Event-ის წარმომადგენლების სოფო ნაცვლიშვილისა და მაკა ყუბუსიძის მხარდაჭერით, გაიმართება გამოჩენილი ქართველი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ზურა გომელაურის ნახატები არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მხატვრის ნამუშევრებში ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებსა და ორნამენტებს.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს: დიპლომატიურ კორპუსს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში.
შემოსული თანხით, World Vision-ის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს და 24 საათიან თავშესაფარს დაეხმარებიან.