ნაომი კეპმბელი 3 ნოემბერს დოჰაში იმყოფებოდა, სადაც არტ-მუზეუმში გამართულ გამოფენას დაესწრო. გამოფენაზე, სახელწოდებით Qatar Creates 2021 კემპბელი 33 წლის სუპერმოდელთან, კოკო როშასთან ერთად მივიდა. მოდელებმა ამ დღისთვის არჩევანი თეთრ კაბებზე გააკეთეს.
ნაომი ბრწყინავდა ქამრით ფიქსირებულ ულამაზეს კაბაში, რომელსაც ასიმეტრიული ჭრილის ულამაზესი მაქმანები ამშვენებდა. ამ ანსამბლს მოდელმა ოქროსფერი ფეხსაცმელი და ულამაზესი საყურეები შეუხამა.