LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი შოკოლადი უძილობას ამარცხებს

356

შავი შოკოლადი უძილობას ამარცხებს. დანიელმა მედიკოსებმა ჩაატარეს ძალიან „გემრიელი“ ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ შოკოლადი დასვენების პროცესს არეგულირებს.

ექსპერტების აზრით, განსაკუთრებით სასარგებლო შავი შოკოლადია და ის ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ყველასათვის საყვარელი დესერტი შეიცავს მაგნიას, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, სტრესებს ამცირებს და გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემას სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს.

გარდა ამისა, შოკოლადი არეგულირებს ძილს და უძილობისგან დასაცავად საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაცაა. ჯადოსნური ეფექტის მისაღწევად კი ძილის წინ 63 გრ. შავი შოკოლადის მირთმევაა საჭირო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები