გუშინ მადრიდში Feroz Awards-ის ტრადიციული დაჯილდოვება გაიმართა, რომლის მთავარი სტუმარი 45 წლის პენელოპა კრუსი გახდა. Alcobendas Auditorium-ის თეატრში გამართულ მიღებაზე პენელოპა ულამაზესი ანსამბლით გამოჩნდა. ვარსკვლავმა ვერცხლისფერი და შავი ფერის კომბინაციით, ულამაზესი ლუქი შექმნა. მან ვერცხლისფერ მბზინავ ზედატანს შავი ქვედაბოლო შეუხამა.
მოგვიანებით პენემ წითელ ხალიჩაზე გადაინაცვლა, სადაც ის უკვე პედრო ალმადოვართან ერთად პოზირებდა.