კახა კალაძეს ჯვრისწერა ქონდა უკვე საკმაო ხნის მეუღლესთან. მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ის არ ყოფილა ერთადერთი ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც თანამეცხედრეზე იქორწინა. გვარიანი კოხტა და ხმაურიანი ჯვრისწერა მოაწყო მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა სერხიო რამოსმა.
სერხიომ და პილარმა როგორც იქნა ქორწილი გადაიხადეს. ისინი 7 წელია ერთად არიან და სამი შვილიც ყავთ.
პილარ რუბიო ესპანელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. ის 41 წლისაა, რამოსზე 8 წლით უფროსია. 2014 წელს დაიბადა სერხიო, 2015-ში – მარკო, გასულ წელს კი ალეხანდრო.
წყვილი არა მადრიდში, არამედ სევილიაში დაქორწინდა, ფეხბურთელის მშობლიურ რეგიონში (რამოსი ანდალუსიის ქალაქ კამასშია დაბადებული).
პატარძლის შავი ბუკეტი ცალკე თემაა.
ცერემონია გაიმართა სევილიის საკათედრო ტაძარში – ევროპის უდიდეს გოთიკურ ტაძარში.
ჯვრისწერის შემდეგ ახალდაქორწინებულები სტუმრებთან ერთად გაემართნენ სერხიოს ფერმისკენ La Alegría, რომელიც ქალაქიდან 24 კმ-შია.
ქორწილში მიიწვიეს დაახლოებით 400 სტუმარი. მათ შორის ბევრი ვარსკვლავი (არა მარტო საფეხბურთო). „რეალიდან“ მივიდნენ ზინედინ ზიდანი, ლუკა მოდრიჩი, კეილორ ნავასი, სერხიო რეგილონი, მატეო კოვაჩიჩი, ლუკას ვასკესი. იყვნენ ლეგენდები რაული, რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, ასევე ალვარო მორატა, ხოაკინი, სანტი კასორლა, პეპე რეინა, დევიდ ბექჰემი ვიქტორიასთან ერთად და სპეციალური სტუმარი ფლორენტინო პერესი.
იყვნენ „ბარსელონელებიც“. კატალონიას წარმოადგენდა ჟერარ პიკე (შაკირასთან ერთად), ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი.
სამაგიეროდ არ ყოფილან იკერ კასილიასი და კრიშტიანო რონალდო. პირველი ინფარქტის შემდეგ აღდგენას საჭიროებს, პორტუგალიელი კი უბრალოდ არ დაპატიჟეს.
საინტერესოა, რომ სტუმრებს თხოვეს არ წამოეყვანათ ბავშვები, მობილური ტელეფონები დაეტოვებინათ სპეციალურ ოთახში, სამოსში კი არ გამოეყენებინათ თეთრი, ფორთოხლისფერი, წითელი, ვარდისფერი და მწვანე ფერები.
რამოსის ფერმაზე სტუმრებს ლეგენდარული ავსტრალიური როკ-ჯგუფი AC/DC და ესპანელი მომღერალი ნინია პასტორი ართობდა. გამოცემა Diario Sevilla ამბობს, რომ ხარჯების ნაწილს საკუთარ თავზე კომპანია Amazon აიღებს. ამჟამად სტრიმინგ სერვისი Amazon Prime რამოსის ცხოვრებაზე ფილმს იღებს.