27 სექტემბერს, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს 5 ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია უფასოდ გიმასპინძლებთ.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მომხმარებლისთვის დღეს უსასყიდლოდ შესვლა შესაძლებელი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:
პრომეთეს მღვიმე
სათაფლიას მღვიმე
მარტვილის კანიონი
ოკაცეს კანიონი
ოკაცეს ჩანჩქერი
„გვესტუმრეთ და შეაგროვეთ მოგონებები!“, – აცხადებენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.