თბილისის მიკროავტობუსები ახალი წლის დღეებში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
როგორც „ფორტუნას“ „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს, 31 დეკემბერს და 1 და 2 იანვარს ე.წ „ყვითელი მარშუტკები“ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
„ჯერჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს. თითოეულ სამარშრუტო ხაზს მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით საკუთარი სამუშაო განრიგი აქვს. ზოგი მათგანი 6 საათზე იწყებს მუშაობას, ზოგი 06:30 საათზე და ა.შ. ასევეა სამუშაოს დასრულების დროც,“ – აღნიშნეს „თბილისის მიკროავტობუსში“.
1 და 2 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიც.
რაც შეეხება 31 დეკემბრის ღამეს, მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის განმავლობაში უფასოდ იმუშავებს.