შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება 6 აგვისტოდან დაიწყება. მათივე ცნობით, აბიტურიენტებს შეუძლიათ სააპელაციო განაცხადით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ სააპელაციო განაცხადის მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს. აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.
მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 2021 წელს დამატებითი სესიები დაინიშნა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.