“გრცხვენოდეს ასე რომ მოდიხარ და პროვოკაციას ცდილობ, შეგაჭმევ მაგ მიკროფონს… გოგოები არ ხართ, მოგ***” – ასე მიმართა “ნახალოვკელების” მეგობარმა ჟურნალისტებს მცხეთის სასამართლოს ეზოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.
გიორგი შაქარაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ დაკავებულების მეგობრები პროვოკაციულად იქცეოდნენ და მათ ეკითხებოდნენ, თუ რატომ ეცვათ შაქარაშვილის გამოსახულებიანი მაისურები.
ფაქტის გასარკვევად დაკავებულების მეგობრებთან მედიის წარმომადგენლები მივიდნენ და კითხვები დაუსვეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია და დაკავებულების ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.