მექსიკაში, ხალისკოს შტატში, ტლაკეპაკეს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რესტორანში, შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათამდე პირი შევიდა რესტორანში, სადაც კაცთა ჯგუფი სადილობდა და მათ ცეცხლი გაუხსნეს. ხუთი ადამიანი ადგილზე, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ გარდაცვლილი პირები, ასევე, შეიარაღებულები იყვნენ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრეს.
სავარაუდოდ, მომხდარი ადგილობრივ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.