LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება არც დამიჯეროთ: ხვიჩა ჰყვება ისტორიას, რომელმაც მისი დამოკიდებულება შეცვალა მესის მიმართ

207
FORTUNA.GE (17)

ხვიჩა კვარაცხელიას არ დაუმალავს, რომ მადრიდის“ რეალის“ თამაშებზე გაიზარდა. კუმირად გუტის ასახელებს. თუმცა ქართველი ცხადია ლეო მესის პატივს სცემს.

როგორც აღმოჩნდა, არც თუ დიდი ხნის წინ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ჩვენიანს სხვა კუთხით გაეცნო. აი რას ჰყვება კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ ისტორიაზე.

„მესისთან შეხვედრა ჩემთვის ნამდვილი ისტორია გახდა. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ მოვყვები. ამის შემდეგ მესი, როგორც პიროვნება, სრულად შეიცვალა ჩემს თვალში. რა თქმა უნდა, ვიცოდი ის როგორც ფეხბურთელი, რთულია მისი დარი მოთამაშის ნახვა ფეხბურთის ისტორიაში.

გალა-კონცერტზე ვისხედით ცერემონიაზე ერთ-ერთი პაუზის დროს. ის ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ლეო მოულოდნელად ადგა, აზრზეც არ ვიყავი, რატომ და საით წავიდა, რადგან ჩვენ გვთხოვეს, რომ პაუზების დროს ადგილზე დავრჩენილიყავით.

მესი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. დავიბენი, უცებ წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. მერე მომიკითხა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ამის შემდეგ მის მიმართ უდიდესი პატივისცემით განვეწყვე. ასეთი ფეხბურთელისთვის, ადგეს და მომესალმოს… ეს სიგიჟე იყო. ის საოცარი ადამიანია, პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ მას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები