LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შე­იძ­ლე­ბა ჩემი შეც­დო­მა ის იყო, რომ ბერას შე­ვა­გი­ნე – ვუ­თხა­რი, თუ ვაჟ­კა­ცი ხარ, მოდი და მე მე­ლა­პა­რა­კე-თქვა“ – ემიგრანტი გოგი წულაია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიძინა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო

355
გოგი წულაია

„პა­ტა­რა კა­ცია და დამ­სა­ჯა, აბა მეტი რაა ეს?“ – ასე გამოეხმაურა ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსი გოგი წულაია დღეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ის „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს“ და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის გაგ­რძე­ლე­ბაა.

გოგი წუ­ლა­ია არ გა­მო­რი­ცხავს ექსტრა­დი­ცი­ა­საც, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ის გა­ნა­ჩენს Ambebi.ge-სთან სტრას­ბურ­გი­დან აფა­სებს.

„სა­ა­პე­ლა­ცი­ოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა. მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის­გან ყვე­ლა­ფერს მო­ვე­ლო­დი, მაგ­რამ თვი­თონ ბი­ძი­ნა და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი თუ ასე ბო­ლომ­დე გამ­წი­რავ­დნენ – მთე­ლი ოჯა­ხის და­ტე­რო­რე­ბით და ოჯა­ხის ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­დახ­ვე­წით, ამას – არა.

კი ვი­ცო­დი, პრობ­ლე­მებს რომ შე­მიქ­მნიდ­ნენ, მარა ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პო­ლი­ტი­კოს­თან ამ­ნა­ი­რი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლა თუ შე­იძ­ლე­ბო­და.

შე­იძ­ლე­ბა ჩემი შეც­დო­მა ის იყო, რომ ბერა ივა­ნიშ­ვილს შე­ვა­გი­ნე და გა­მო­ვიწ­ვიე, ვუ­თხა­რი, თუ ვაჟ­კა­ცი ხარ, მოდი და მე მე­ლა­პა­რა­კე-თქვა.

ჩინ­ჩა­ლა­ძე-მუ­რუ­სი­ძე­ზე არაა ლა­პა­რა­კი, ვე­ლო­დი, რომ მო­მის­ჯიდ­ნენ, სა­ა­პე­ლა­ციო ამის­თვის იყო მო­ტო­ვე­ბუ­ლი, თო­რემ ის ქალ­ბა­ტო­ნი მო­სა­მარ­თლე სა­ქა­ლა­ქო­დან – ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლი უაღ­რე­სად წე­სი­ე­რი და ვაჟ­კა­ცუ­რი გა­მოდ­გა.

ამათ­თან შე­და­რე­ბით, მან, ასე თუ ისე, სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. ვე­ლო­დი, რო­გორ არა, აბა, სა­ა­პე­ლა­ციო ამას გა­ა­ტა­რებ­და? ეს არის აშ­კა­რა შუ­რის­ძი­ე­ბა, პა­ტა­რა კა­ცია და დამ­სა­ჯა, აბა მეტი რაა ეს?“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ფაქტზე გოგი წულაია დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

magti 5g