LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება გადაირიოს ადამიანი.. საიდან მოდიან ეს ბავშვები“ – კიდევ ერთი რანინელის, გიორგი შაშვიაშვილის სიმღერამ მსმენელები აღაფრთოვანა

18116
BeFunky-collage (10)

საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინა“, რომელმაც ბევრი ნიჭიერი ბავშვი გააცნო საზოგადოებას, მორიგი სეზონით, ახალი სენსაციური აღმოჩენებით გრძელდება.  

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოებს ათასობით ნახვა, მოწონება და გამოხმაურება აქვს.

სხვა მონაწილეებთან ერთად, ასევე, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა გიორგი შაშვიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ “მინდა გჯეროდეს”, რომელსაც აკომპანირებას ცნობილი მუსიკოსი გიგაშა უწევს.

„რა ტკბილი ხმიანი ბიჭია, რა კარგი შესრულება იყო ვისიამოვნე“, „რა კარგი ბავშვებია რანინაში, ყველა ერთმანეთზე უკეთესი, გაგიჭირდება გამორჩევა“, „სასწაული შესრულება იყო“, „როგორი გულწრფელი ხარ“, „შეიძლება გადაირიოს ადამიანი.. საიდან მოდიან ეს ბავშვები“, – უწერენ კომენტარებში აღფრთოვანებული მაყურებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები