34-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. ამის პარალელურად კი მხარეებს შორის გრძელდება მოლაპარაკების პროცესი.
რას აჩვენებს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ან დასრულდეს პროცესები? ამ თემაზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
რუსეთს სურს უკრაინა ორად გაყოს, კორეიზაციის პროცესის დაწყებაზეა საუბარი: ვახტანგ მაისაია
მისი შეფასებით დღევანდელი მოლაპარაკების პროცესზე მიღწეულია მოულოდნელი შეთანხმებები.
„ეს მოლაპარაკება ბევრად განსხვავდებოდა წინა მოლაპარაკებებისგან, ალბათ იმიტომ ,რომ თურქეთში გაიმართა. მიღწეულია საკმაოდ მოულოდნელი შეთანხმებები. ვერ ვიტყვი, რომ ის დადებითია უკრაინისთვის ან რუსეთისთვის, რთულია ამის წინასწარ თქმა.
ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა დათმოს რაღაც და უკრაინა ამ მოლაპარაკებით გამარჯვებული გამოვიდეს ამ ეტაპზე.
შეიძლება ორივე მხარეს აწყობს, რომ შეისვენოს ომით, გადაჯგუფება მოახდინონ და მერე აღარც სხვა რამეზე იფიქრონ, იმიტომ რომ ერთთვიანმა საბრძოლო მოქმედებებმა გადაღალა ორივე მხარე. შესვენება უნდათ, უკრაინას განსაკუთრებით. ის წარმატებით იგერიებს რუსეთის შეტევებს, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, როცა საჭიროა შესვენება“, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები